აღწერა
"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს უნივერსალურ დამხმარეს!
Blue Waters მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების წარმოების, მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://bluewaters.ge
იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, "ბლუ უოთერსის" გუნდს ესაჭიროება ახალი წევრი, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნაში მიიღებს მონაწილეობას
რას გთავაზობთ:
ანაზღაურება: საშუალოდ 3500 ლარი (ფიქსირებული 1000 ლარის ოდენობით + ბონუსი 2500 ლარი)
სამუშაოს აღწერა:
** სახელოსნოში და ობიექტებში ფურცლოვანი პლასტმასისგან დამზადებული კონტეინერების და პროდუქტების წარმოება
** პლასტმასის ნაწილების და სხვა საწარმოო პროდუქტების შედუღება
** სისტემის კომპონენტების მონტაჟი სადგურის კორპუსში (მილები, ფილტრები, აერატორი, ფიტინგები, ტუმბო)
** წარმოებული პროდუქციის ჰერმეტულობის შემოწმება, მზა პროდუქციის მიწოდება ტექნიკურ განყოფილებაში
** მონაწილეობა ახალი ტიპის პროდუქციის შექმნაში
მოთხოვნები:
** სპეციალისტი სამშენებლო გამოცდილებით, რომელიც მაღალი ხარისხით განახორციელებს ჩვენი ავტონომიური საკანალიზაციო სისტემების დამზადებას.
** საჭირო სამუშაო გამოცდილება: სასურველია 1-3 წელი
** განვიხილავთ ინდ. მეწარმის სტატუსის მქონე კანდიდატებთან თანამშრომლობასაც.
გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება.
არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hrbluewaters.bitrix24site.ru/roombox/
აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც. |