მომხმარებელთა მხარდაჭერის ადმინისტრატორი

აღწერა

"Coinmania.ge" არის ვებგვერდი და ელექტრონული საფულე კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვის, შენახვისა და გადარიცხვისთვის, რომელიც ოპერირებს 2017 წლიდან და მომხმარებლებს ემსახურება ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში. მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდში ვეძებთ ახალ წევრს მომხმარებელთა მხარდაჭერის ადმინისტრატორის პოზიციაზე. მომხმარებელთა მხარდაჭერის ადმინისტრატორის მოვალეობაა: ** დაეხმაროს მომხმარებელს ელექტრონული საფულის ფუნქციონალურ, ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. ** აკონტროლოს მომხმარებლის მიერ მომსახურების სრულფასოვნად მიღებასთან დაკავშირებული გარკვეული ტექნიკური და ფინანსური პარამეტრები. მომხმარებელთან კომუნიკაცია ხდება წერილობით, ქართულ და ინგლისურ ენებზე. გამოგვიგზავნეთ CV, თუ: ** მოგწონთ მომსახურების სფერო და სიამოვნებას განიჭებთ ადამიანების დახმარება ** გაინტერესებთ ელექტრონული ფინანსური პროცესები და ახალი ტექნოლოგიები ** კარგად იცით კომპიუტერთან მუშაობა ** შეგიძლიათ ოფისიდან მუშაობა ** მისაღებია არაიერარქიული, ღია კორპორაციული კულტურა. პირობები: ** სამუშაო გრაფიკი - ცვლებში დღის და ღამის მონაცვლეობით, შრომის კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად და წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით. ** ხელფასი: 1000 ლარი ხელზე ასაღები პირველი სამი თვის განმავლობაში, რაც არის გამოსაცდელი ვადა და მოიცავს საქმის შესწავლის პერიოდსაც. სამი თვის შემდეგ - 1300 ლარი ხელზე ასაღები, რაც არის მზარდი. ** დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, კვება, ფიტპასი, სასურველი მიმართულებით ტრენინგების დაფინანსება წელიწადში 1500 ლარის ფარგლებში, მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროგრამა. თუ დაინტერესდებით, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 10 მაისამდე ელ.ფოსტაზე: [email protected]. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


coinmania.ge

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო