გამყიდველი - საღებავების მაღაზია

აღწერა

კომპანია "პროფი" 15 წელია მოღვაწეობს საღებავების და სამღებრო აქსესუარების რეალიზაციის სფეროში. ვფლობთ 3 საცალო მაღაზიას თბილისში და 1 ფილიალს ბათუმში. ჩვენი ქსელის კონცეფციაა შესთავაზოს კლიენტს სამღებრო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარისხიანი მასალები ერთ სივრცეში. ჩვენი ხარისხიანი პროდუქციით, მომხმარებლებისთვის პატიოსანი და გულწრფელი დამოკიდებულებით, მოვიპოვეთ ბევრი ერთგული კლიენტი. ჩვენთან თანამშრომლობენ ისეთი კომპანიები როგორიცაა: ნიკორა ჯგუფი, ელიტა ბურჯი, რედკო, სოკარი და სხვა მრავალი. ამ ეტაპზე ვაცხადებთ ვაკანსიას საღებავების მაღაზიაში გამყიდველის პოზიციაზე ბათუმის ფილიალისთვის. (საქმიანობიდან გამომდინარე განიხილებიან მხოლოდ მამრობითი სქესის კანდიდატები) მოვალეობები: ** კლიენტების მომსახურება, კონსულტაცია, პროდუქციის საცალო რეალიზაცია; ** არსებული პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა და სიახლეებზე გაცნობა; ** პროდუქციის მერჩენდაიზინგი; ** მარაგების კონტროლი და შეკვეთების გაკეთება; ** ვადების კონტროლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ** სალარო აპარატთან მუშაობა; ** მომხმარებლებისთვის ინვოისის და სხვა საჭირო დოკუმენტაციის გამოწერა; ** ფილიალის სრულყოფილ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოგვარება. სამუშაო გრაფიკი - ორშ-შაბ. 9:00AM - 6:00PM საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამშენებლო სფეროში გაყიდვების ან სხვა მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა; პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომუნიკაციის კარგი უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** პუნქტუალურობა; ** ორგანიზებულობა; ** მოლაპარაკებების წარმართვის კარგი უნარი; ** სიახლეებისადმი ინტერესი. რას გთავაზობთ ჩვენ: ** ხელფასს პლუს ბონუსს გეგმის შესრულებასა და გადაცილებაზე. (პირველი 2 თვე იქნება ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი. პირველ თვეს ხელზე ასაღები ხელფასი იქნება 800 ლარი, მეორე თვეს 900 ლარი და მესამე თვიდან 1000 ლარი); ** კორპორატიულ ნომერს; ** დაზღვევას; ** ტრენინგებს პროდუქციის შესასწავლად ** ყველა საჭირო სამუშაო პირობას ეფექტურად მუშაობისთვის. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურში (subject-ში) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

გამყიდველი-კონსულტანტი
ფერადი
თბილისი 60₾-65₾ დედლაინი: 1 კვირაში

მოლარე-გამყიდველი
ფოტო მაიკო
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

ბარისტა-გამყიდველი
კიოსკი ქორნერი
თბილისი 100₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


პროფი

ანაზღაურება


2,800₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო