აღწერა
კომპანია "ლაიონ ტრანსი"-ი აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა
** სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე
** ანაზღაურება: 1500-2000 ლარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სოციალური მედიის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა;
** ქართულად გამართული წერის უნარი;
უნარ-ჩვევები:
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
ძირითადი მოვალეობები:
** ბრენდის მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა და მუდმივი ანალიზი;
** ყოველდღიური ტექსტუალური კონტენტის მომზადება (მაღალი დონის ქოფირაითინგი);
** ბრენდის ქვეშ გაერთიანებული სოციალური პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, YouTube);
** თვის ჭრილში კონტენტის შექმნა და ავტომატიზაცია;
** შედეგების ყოველთვიური ანალიზი;
** სფეროში არსებული ტრენდების გაცნობა და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება.
ჩვენ დაგახვედრებთ:
** პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგები;
** შემოგთავაზებთ სამედიცინო დაზღვევას და რა თქმა უნდა სხვადასხვა კორპორაციულ შეთავაზებებს.
პერსონალური მონაცემების დაცვა
შპს "Lion Trans" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. |