აღწერა
კომპანია "არგვეთია ერთი" დაფუძნდა 2019 წელს, რომლის მიმართულება არის იმპორტი (ევროპული პროდუქცია) და დისტრიბუცია საქართველოს მასშტაბით.
"არგვეთია ერთი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: თბილისი, დადიანის 7 (ქარვასლა)
სამუშაო გრაფიკი: სრული
სახელფასო სისტემა: ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან / 1200 ლარი + ბონუსი (200დან - 1600მდე)
გათვალისწინებულია: სამედიცინო დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
** სრულყოფილად ფლობდეს ინფორმაციას კომპანიაში არსებული პროდუქციის შესახებ;
** კორპორაციული კლიენტების მოძიება და პროდუქციის გაყიდვა;
** კორპორაციულ კლიენტებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ფორმირება;
** სავაჭრო ობიექტების მოძიება და პროდუქციის შეთავაზება/გაყიდვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა B კატეგორია; (სასურველია ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი);
** აუცილებელია გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
** გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული).
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელური და მოტივირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული და ოპერატიული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.
** სწორად და გამართულად მეტყველების უნარი;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს online.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV რეზიუმე ფოტო სურათთან ერთად შემდეგ ელფოსტაზე: [email protected], [email protected]
და გთხოვთ, სათაურის "subject" ველში მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას! |