ადმინისტრატორი

აღწერა

აპარტოტელი "სოლოლაქი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. ვაკანტური ადგილები - 3 ვაკანსია. დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს.   ადგილმდებარეობა: თბილისი ძირითადი მოვალეობები: ** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება და განთავსება. ** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ. ** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება. ** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა. ** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება. ** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება. ** გახსნილი, გულწრფელი, ნდობით აღსავსე და მზრუნველი ურთიერთობების დამყარება ** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა. ** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მის პოზიციასთან და კომპეტენციასთან.   საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი ** ინგლისური ენის ცოდნა. სხვა დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად ** სასურველია სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა საჭირო უნარები: ** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა ** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა ** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი ** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** თბილ და მეგობრულ გარემოს ** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის ** ანაზღაურება: 1000 ლარი ** სამუშაო გრაფიკი: დღის და ღამის ცვლა დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected]. თემატური პოზიციის დასახელების მითითებით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კონსულტანტი
გასტრონომი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


სოლოლაქი

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო