ხელმძღვანელის თანაშემწე - მდივანი

აღწერა

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით. კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში. შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას ხელმძღვანელის თანაშემწის (მდივანი) პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 170ა სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 8:30-17:30 ხელზე ასაღები ანაზღაურება: 1100 ლარი (გამოსაცდელი ვადა 6 თვე). გასაუბრების ადგილი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 170ა ძირითადი ფუნქცია მოვალეობები: ** ოფისში შემოსული სატელეფონო ზარების მიღება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ან/და ადრესატთან გადამისამართება; ** კომპანიაში შემოსული სტუმრების დახვედრა და შესაბამის პირთან გადამისამართება; ** ხელმძღვანელობისთვის და ასევე შეხვედრაზე მოსული სტუმრებისთვის ჩაის, ყავისა და წყლის შეთავაზება; ** კომპანიაში დასაქმებული პირებისთვის საკონფერენციო დარბაზის ჯავშნების წარმოება/კონტროლი, დარბაზში წესრიგის უზრუნველყოფა; ** სამეურნეო და საკანცელარიო მარაგების შევსება და კონტროლი; ** დადგენილი სტანდარტის შესაბამისად საქმის წარმოების, საარქივო საქმიანობის, შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დავალებული სხვა სამუშაოების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში; ** საჭიროების შემთხვევაში ტაქსის აპლიკაციით სარგებლობა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** საოფისე მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** მომსახურების სტანდარტების ცოდნა; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასაუბრო დონეზე); ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა პიროვნული თვისებები: ** დეტალებზე ორიენტირებული; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებული; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** მოწესრიგებული; ** პუნქტუალური ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტებზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "თანაშემწე". მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მარკეტინგის ხელმძღვანელი
VV Capital
თბილისი 2500₾-3000₾ დედლაინი: 2 დღეში

კომპანია


მეღვინეობა ხარება

ანაზღაურება


1,100₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო