აღწერა
უძრავი ქონებს სააგენტო "ეურო ჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას ბროკერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ბაზაში არსებული ინფორმაციის გაცნობა;
** სატელეფონო ზარების მიღება, კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება ოფისის ფარგლებში და/ან მის გარეთ;
** დაინტერესებული პირის მოთხოვნების შესაბამისად ბაზაში არსებული უძრავი ქონების შეთავაზება;
** ხელშეკრულებების გაფორმება კლიენტთან.
ძირითადი მოთხოვნები:
** ქართული ენის კარგად ცოდნა. უპირატესობას წარმოადგენს რუსული და/ან ინგლისური ენის კომუნიკაციის დონეზე ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება - არ არის აუცილებელი.
ძირითადი უნარები:
** სამუშაოს დაგეგმვის და დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის უნარი, პუნქტუალურობა.
რას გთავაზობთ:
** სამუშაო როგორც ოფისის ფარგლებში, ასევე ოფისის გარეთ;
** კოლეგიალური და მეგობრული გარემო;
** კორპორატიული ნომერი-ულიმიტო სასაუბრო დროით;
** მოქმედ, აქტიურ სამუშაო ბაზასთან ხელმისაწვდომობა (ძირითადი სამუშაო ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ არ არის თქვენი მოსაძიებელი);
** საქმის შესწავლა ადგილზე - სწავლების პერიოდი ანაზღაურებადი;
** ანაზღაურება მხოლოდ გამომუშავებით (მაღალი საპროცენტო განაკვეთი (50%) (საშუალოდ: 1500-დან 5000 ლარამდე);
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 11:00 სთ-19:00 სთ. (საჭიროების შემთხვევაში კომპანიის და/ან ბროკერის ინტერესების გათვალისწინებით, შესაძლებელია შაბათი დღეც დაიგეგმოს სამუშაო დღედ).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 579 70 72 75, ან მოგვაწოდოთ თქვენი CV ელფოსტაზე [email protected]. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ "ვაკანსია". |