IT სუპერვაიზერი

აღწერა

შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში. კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს. "ავტოტექნო" წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 60%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში. კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე "ავტოტექნოს" გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს! ვაკანსია: IT სუპერვაიზერი ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქვ. ფონიჭალა სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი) ხელფასი: 1000-1400 (NET) + კვარტალური ბონუსი ფუნქცია-მოვალეობები: ** საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ინციდენტებზე დროული რეაგირება, ხარვეზების აღრიცხვა, კონტროლი, მონიტორინგი; ** კომპანიის ქსელისა და სისტემის გამართული მუშაობის ტექნიკური მხარდაჭერა და უზრუნველყოფა; ** პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია, გამართვა; ** აპარატურული და პროგრამული მხარის კონტროლი, განვითარება, დიაგნოსტირება და შეკეთება. ** უზრუნველყოს ClickUp-ში ადმინისტრირება; ** უზრუნველყოს აუთსორს IT კომპანიასთან კომუნიკაცია კომპანიის ამოცანების მოსაგვარებლად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა; ** განათლება ტექნიკური მიმართულებით, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც. საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პუნქტუალურობა; ** დავალებების პრიორიტეტებად განაწილების უნარი; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ საბონუსე სისტემას; ** კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით; ** სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან); ** მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში; ** 24 + 4 საშვებულებო დღეს; ** შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ. კონკურსის ეტაპები: ** შესარჩევი სიის მომზადება; ** გასაუბრება ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტთან; ** გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან. გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - " IT სუპერვაიზერი". თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ! გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

აპლიკაციების მხარდაჭერის მენეჯერი
IT Service Georgia
თბილისი 1200₾-1500₾ დედლაინი: 1 კვირაში

კოპირაიტერი
STAR IT
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

მარკეტინგის სპეციალისტი
STAR IT
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ავტოტექნო
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო