ვაქცინაციის ტემპი საგანგაშოდ დაეცა


ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი კრიტიკულ ნიშნულზეა.

დღეში საშუალოდ 12 000 ადამიანი იცრება, რაც ნიშნავს, რომ აგვისტოსთან შედარებით მიმართვიანობა განახევრდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უკვე მოამზადა და საკოორდინაციო საბჭოს გაუგზავნა რამდენიმე წინადადება, რაც აცრის ტემპების გასაზრდელად და წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის ასაცრელად არის საჭირო. ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ სამედიცინო სექტორისა და პედაგოგებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იყოს. საინფორმაციო კამპანიის გააქტიურების შემთხვევაშიც კი ეპიდემიოლოგები კიდევ მაქსიმუმ 200 000 ადამიანის ვაქცინირებას პროგნოზირებენ, რაც გეგმას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ყველაზე დიდ რისკ-ჯგუფს 60 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფი წარმოადგენს, სადაც აცრის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. ამ სეგმენტის დასარწმუნებლად პირველადი ჯანდაცვის რგოლისთვის წამახალისებელი ინიციატივები შედის ძალაში.

ვაქცინაციის დაბალი ტემპის ფონზე ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა მკვეთრად არ იკლებს - დაფიქსირდა 2 185 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ 40 ადამიანი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან