კანონპროექტი „საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ“


ლობისტების კვალი თუ გაფრთხილება ვაშინგტონიდან - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მომზადებული კანონპროექტის ერთი პუნქტი საქართველოში დღის მთავარი პოლიტიკური თემა ხდება. ეს არის ასიგნებების კომიტეტის მიერ ინიცირებული პროექტი, სადაც 2021 წელს დასაფინანსებელ პროგრამებზეა საუბარი და წერია, რომ საქართველოსთვის გათვალისწინებული ფინანსური დახმარების 15% შესაძლოა შეჩერდეს. თანხის გასაცემად კი კონკრეტული პირობაა დასახელებული, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან კონგრესისთვის სამი მიმართულებით საქართველოზე ანგარიშის წარდგენას გულისხმობს. პროექტის კანონად ქცევამდე მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი, მანამდე კი ქართული ოპოზიციის ნაწილმა ჩანაწერი ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციად და უპრეცედენტო გადაწყვეტილებად გამოაცხადა.

საკუთარი ეჭვები აქვს მმართველ გუნდს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან